logo_geo
eng_logo
ნოშრევან წურწუმია: ვაპირებთ, ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ გამოძიებას!
- +

25 მაისი. 2016. 02:23


კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენმა ნოშრევან წურწუმიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაზე. 

ბევრი რამ მოვისმინეთ. წარმოშობით ზუგდიდელი ვარ. იყო განცხადებები თითქოს, რამის პროპაგანდას ვეწეოდით, როგორც ამას მელია და "ნაცმოძრაობის" სხვა წევრები ამბობენ. კორცხელში უბრალოდ, როგორც მხარდამჭერი ჩავედი. ამის უფლება ყველას აქვს. დღემდე საქართველოს ვასახელებთ. ვაპირებთ, ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ გამოძიებას. როდესაც მინისტრის განცხადება მოვისმინე, შევწუხდი და მოვედი. არ გვინდა, სპორტსმენების ოჯახებზე მოდიოდეს შეურაცხყოფა. ქალქგარეთ ვიყავი და როცა ჩამოვედი, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვედი", - ნოშრევან წურწუმია. 



კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან საკუთარი სურვილით მოვიდნენ. 


შესაბამისი შინაარსის კომენტარი მათ ჟურნალისტებთან გააკეთეს. 


ერთ-ერთი სპორტსმენის ლადო გეგეშიძის განცხადებით, მან მოისმინა შს მინისტრის განცხადება და გადაწყვიტა, მისულიყო დაკითხვაზე, რათა გამოძიებას კორცხელის ინციდენტზე სრული სიმართლის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. 


შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.


"პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა. 


მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ. 

 

"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner