ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია უკვე 24 საათზე მეტია, ვიქტორიას შტატში მძვინვარებს.
გავრცელებული ცნობით, ხანძრის 100-ზე მეტი კერის გაჩენა რეგიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და მეხმა გამოიწვია.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს ჯერ საფრთხეს არ უქმნის, მელბურნის სამხრეთით მდებარე დასახლებებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს.