logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
- +

2 მარტი. 2019. 19:15

 

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია უკვე 24 საათზე მეტია, ვიქტორიას შტატში მძვინვარებს.

 

გავრცელებული ცნობით, ხანძრის 100-ზე მეტი კერის გაჩენა რეგიონში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და მეხმა გამოიწვია.

 

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს ჯერ საფრთხეს არ უქმნის, მელბურნის სამხრეთით მდებარე დასახლებებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner