logo_geo
eng_logo
კობა ტყეშელაშვილი: ბეიზბოლის „ბიტები“ ჰქონდათ, შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ!
- +

25 მაისი. 2016. 02:24


კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენმა კობა ტყეშელაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 


"მოვისმინეთ მინისტრის განცხადება. საბედნიეროდ, არის ხალხი, რომლებმაც დაინახეს რა ხდებოდა რეალურად, როგორ პროვოკაციაზე მოდიოდნენ. 

ქვების გროვა, "ბეიზბოლის ბიტები" ჰქონდათ. 


ცუდია, რომ ეს მოხდა, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ შეურაცხყოფას, ქართველი ხალხის დამონებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ ის ქართველები ვართ, ვინც აფხაზეთის ომში ვიბრძოდით. 2012 წლიდან, "ქართული ოცნების" წევრი ვარ, ყოველთვის საჭიროდ ვთვლი, სადაც არის "ქართული ოცნება", იქ ვიყო და ვიდგე ქართველი ხალხის გვერდით. აქ ჩემი ინიციატივით მოვედი. 


პასუხს გავცემთ ყველაფერს. კორცხელში, პროვოკაცია უშუალოდ, ნიკა მელიასგან წამოვიდა, რომელიც ზონდერს გვიწოდებს. მაგრამ არის ფაქტები, სადაც ჩანს, რომ თავად არის პირველი ზონდერი. ზონდერები სახეს მალავენ, ჩვენ - არა".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner