აჭარაში, ხულოს მაღალმთიანეთში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ბერიძემ განაცხადა, სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვახტანგ ბერიძის თქმით, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლივ მიეწოდება. მისივე განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეუძლიათ.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს თოვაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები გამოდარებას 4 მარტიდან ვარაუდობენ.