ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსახლეობა იკრიბება.
ისინი აცხადებენ, რომ სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაწყოფა ვერ აიტანეს.
„ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი ადამიანები