logo_geo
eng_logo
შსს-მ ხაშურში ქურდობის ფაქტები აღკვეთა - დაკავებულია 3 პირი
- +

3 მარტი. 2019. 10:33

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული ა.ღ. და 1986 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლ.ბ.-მ და ა.ღ.-მ ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ორივე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 

სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ვ.ქ. ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტებზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner