logo_geo
eng_logo
ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- +

3 მარტი. 2019. 12:51

 

 

ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

 

451 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა.

 

101-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 10 პარტია და 15 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის. მთავარ მეტოქეებს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ცენტრისტული პარტია და მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური „რეფორმის პარტია“ წარმოადგენენ.

 

მანამდე ესტონეთში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა გაიმართა, რომელშიც 40 პროცენტამდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა გაიმართა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზეც.

 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 08:00 საათზე დაიხურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner