logo_geo
eng_logo
პოლიციამ ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

3 მარტი. 2019. 13:22

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული - 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

 

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner