"აუდიტორია 115-ის" წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური კაბინეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "აუდიტორის 115"-ის წევრები ავრცელებენ.
"ჩვენ ვაპირებთ, მთელი ღამის განმავლობაში აქ ყოფნას. არ მივცემთ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს საშუალებას, რომ კვლავ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
უნივერსიტეტში ძალადობის ადგილი არ არის. ეს უნდა დამთავრდეს",- ნათქვამია მათ განცხადებაში.