logo_geo
eng_logo
პატრიარქმა მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა
- +

3 მარტი. 2019. 14:33

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა.

 

„მათეს სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად -ნაწილი დადგება მარჯვნივ და ნაწილი მარცხნივ. ადამიანი თვითონ ირჩევს თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს.

 

მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ მე, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი. მარცხენა მხარეს ეტყვის: მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ მე, მე ვიყავი მწყურვალე და თქვენ არ მასვით მე. ეს გვაფიქრებს ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ეს შეეხება ყველა ადამიანს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. სახარებაში წერია, „ჟამი ახლოს არს“. ხშირად ვთხოვოთ უფალს ჩვენი ქვეყნის და ხალხის, მთელი მსოფლიოს მარჯვნით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნებისყოფა. ღმერთმა დაგლოცოთ. დარჩა ერთი კვირა დიდმარხვამდე და ღმერთმა ინებოს ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner