logo_geo
eng_logo
პირველი მონათმფლობელი, რომელმაც დააკანონა მონობა ამერიკაში, იყო შავკანიანი ენტონი ჯონსონი
- +

3 მარტი. 2019. 14:43

 

 

„პირველი მონათმფლობელი, რომელმაც დააკანონა მონობა ამერიკაში, იყო შავკანიანი ენტონი ჯონსონი“, - ამის შესახებ Facebook-გვერდი „იოსებ სტალინი/Иосиф Сталин“ წერს:

 

„1619 წელს, როდესაც ის მოხვდა ჯეიმსთაუნში, მას ეძახდნენ ანტონიოს ანგოლიდან. ის ჯგუფთან ერთად მოიყვანა ვინმე დანიელმა და მსახურად მიყიდა კოლონისტ ნათანიელ ლითლთონს. კოლონიას ესაჭიროებოდა მუშახელი და ადგილობრივები ხშირად ყიდულობდნენ მსახურებს ისევე როგორც ევროპიდან, ასევე აფრიკიდან.

 

მაგრამ იმ დროს აქ არ იყო სამუდამო კაბალური სამსახური, და არც მონობა. ასეთი მსახურები იღებდნენ ანაზღაურებას საკუთარი შრომისთვის და 7-10 წლის სამსახურის შემდეგ, ხდებოდნენ თავისუფალი ადამიანები და მიწის ნაკვეთსაც კი იღებდნენ გაწეული სამსახურისთვის. ასე მოხდა ანტონიოს შემთხვევაშიც, 1635 წელს ის გახდა თავისუფალი ადამიანი.

 

ანტონიომ სახელი შეიცვალა და გახდა ენტონი ჯონსონი. ის დაქორწინდა და წყვილს ეყოლა შვილი, რომელსაც ვილი დაარქვეს. როგორც ჩანს ენტონის საქმეები არც ისე ურიგოდ წავიდა. 1651 წელს ვირჯინიის კოლონიის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის თანახმად, ენტონის გადაეცა 250 აკრი მიწა - 50 აკრი ყოველ ახალ მოსამსახურეზე. ამ დროს ენტონიმ შეძლო საკუთარი მოსამსახურეების ყიდვა, როგორც შავკანიანების ასევე თეთრების. ენტონი გახდა 5 „კაბალური მსახურის“ მფლობელი. მის გვერდით ნაკვეთებს ფლობდნენ მისი ნათესავები ჯონ და რიჩარდ ჯონსონები. ჯონს 11 მსახური და 550 აკრი მიწა გააჩნდა, რიჩარდს 2 კაბალური მსახური და 100 აკრი მიწა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მოვლენები შემდგომში განვითარდა...

 

1654 წელს ენტონიმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა თეთრკანიანი მეზობლის წინააღმდეგ, რომელთანაც გაიქცა მისი კაბალური მსახური შავკანიანი ჯონ კაიზორი. კაიზორი ამტკიცებდა, რომ ენტონიმ ის დაიტოვა 7 წლით დიდ ხანს, ვიდრე ეს მიღებულია შტატის კანონით და ასევე აღნიშნა მისი არაადამიანური დამოკიდებულება მსახურების მიმართ. იმ დროს ეს იყო ჩვეულებრივი ბრალდება, რომელსაც მსახურები უყენებდნენ მფლობელებს და როგორც წესი სასამართლო მსახურების მხარეს იკავებდა.

 

ენტონი მიხვდა, რომ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს მსახურის ვადაზე დიდ ხანს დატოვების გამო და გადაწყვიტა სარჩელი შეეტანა თეთრი პლანტატორის რობერტ პარკერის წინააღმდეგ, რომელმაც შეიფარა გამოქცეული შავკანიანი და ამტკიცებდა, რომ ის თავისუფალი ადამიანი იყო. ენტონიმ მოახერხა და სასამართლოზე დაამტკიცა, რომ მას სამუდამოდ ეკუთვნის შავკანიანი კაიზორი, როგორც ქონება. სწორედ ის გახდა პლანტაციური მონობის „მამა“ ამერიკაში...

 

საჭიროა აღიარება, რომ ისეა თუ ასეა მონობას მაინც საფუძვლად ედო მოგება, ხოლო რასობრივი თეორიები დიდი ხნის შემდეგ წამოიწია წინა პლანზე.

 

სწორედ ამიტომ მონათმფლობელებს შორის აღმოჩნდა ამდენი შავკანიანი. განსაკუთრებით დიდი მათი რიცხვი ახალ ორლეანში იყო.

 

1830 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სამხრეთ კაროლინაში, ლუიზიანაში, ვირჯინიაში და მერილენდში შავკანიანი მონათმფლობელების დაქვემდებარებაში იყო 10 000 მონა. ამავე აღწერის მიხედვით თეთრკანიანი მოხალისეების პროცენტული წილი 5-7% შეადგენდა, ხოლო შავკანიანების 25-30%.

 

1859 წელს იბერვილში (შტატი ლუიზიანა) ყველაზე შეძლებული მონათმფლობელი იყო ორი შავკანიანი - ავგუსტ დიუბუკლე(94 მონდა და 1200 აკრი მიწა) და ანტუან დეკიური(112 მონდა და 1000 აკრი მიწა). სამხრეთ კაროლინაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია შემთხვევა, როდესაც შავკანიანმა ჯეიკობ გაკსენმა საკუთარი მოხუცი მამა გაყიდა სამხრეთში.

 

რა თქმა უნდა, დღევანდელი „მსოფლიო წესრიგის“ პირობებში ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი მიღებული არ არის, მათზე არ საუბრობენ ცნობილ გადაცემებში, შოუებში.. არც ჰოლივუდში იღებენ ფილმებს მსგავს შემთხვევებზე.. თუმცა ეს არც არის გასაკვირი ისევდაისევ დღევანდელი „მსოფლიო წესრიგის“ პირობებში.

 

დავასრულებდი ციცერონის სიტყვებით - „მონა ოცნებობს არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner