logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ბირთვული იარაღით ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს
- +

3 მარტი. 2019. 15:31

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს.

 

ტრამპის თქმით, ფხენიანთან ურთიერთობები გაძლიერდება და თუ ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდება, ბრწყინვალე მომავალი ექნება.

 

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტს ვიეტნამის დედაქალაქმა უმასპინძლა. აუდიენცია 27-28 თებერვალს გაიმართა. ჰანოიში გამართულ სამიტზე ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამიტის მიზანი ფხენიანის მხრიდან ბირთვული იარაღის დათმობა იყო, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეისთვის ეკონომიკური სანქციები უნდა მოეხსნა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner