„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულმა „სოლიდარობის ფონდმა" ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
„სოლიდარობის ფონდი" არსებობს იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შემდეგ ამ ფონდმა გადაარჩინა 250 ბავშვზე მეტი. თითოეული მათგანის დაფინანსება ათეულობით ათას ლარს შეადგენდა და შეადგენს.
ჰოდა - მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს რომ არის ისეთი, როგორიც არის.
მადლობა ნინა კობახიძეს რომ ისე აკონტროლებს ამ თემას, როგორც აკონტროლებს. მადლობა ფონდის უფროს მარიამ ჯაშს რომ ამდენი გააკეთა და ყველაზე დიდი მადლობა ხატიას, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ეს ფონდი და რომ არა ეს გოგო არც ვიცი რა გამოგვივიდოდა.
რაც ყველაზე მთავარია - მადლობა ფონდის თითოეულ შემომწირველს - თქვენ ამ ბავშვების სიცოცხლე იხსენით და მათ მშობლებს ანახეთ, რა არის სასწაული. მე თქვენს გამო ვამაყობ რომ ამ ფონდის თანამშრომელი ვარ!"- წერს მჭედლიშვილი.