logo_geo
eng_logo
ალჟირის პრეზიდენტი ჟენევის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
- +

3 მარტი. 2019. 23:55

 

 

ალჟირის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 აფრიკული ქვეყნის 81 წლის ლიდერი ჟენევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს.

 

Middle East monitor-ის ინფორმაციით  პოლიტიკოსი კომაშია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მოვალეობის შესრულება შეძლოს.

 

ბუტეფლიკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალჟირის მთავრობა, ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ალჟირის პრეზიდენტი ცუდად, მის ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე გახდა.

 

 ქვეყნის მოსახლეობა მეხუთე ვადით მის არჩევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner