საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული.
ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.