logo_geo
eng_logo
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
- +

25 მაისი. 2016. 10:47



საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალით გაიხსნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასევე მოეწყობა ყვავილების ფესტივალი.

13:00 საათზე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს.



მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, „ბასტი ბუბუს" კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.



20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა.



ასევე ტრადიციულად 26 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავდება, სადაც სამინისტროები უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.



საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner