logo_geo
eng_logo
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 8 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მიეცა
- +

4 მარტი. 2019. 11:35

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქვემო ქართლის რეგიონში,  ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების ჯგუფურად  დამზადება-გამოყენების ფაქტზე 8 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის, მათ შორის შეშის რეალიზაცია, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას.  ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული  ზედნადებების გაუქმებას.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner