აშშ იერუსალიმში მდებარე საელჩოს და საკონსულოს ერთ უწყებად დღეს გააერთიანებს. პალესტინელები აცხადებენ, რომ აშშ-ის საელჩოს და საკონსულოს შერწყმა პალესტინის ადმინისტრაციაში აშშ-ის წარმომადგენლობას შეამცირებს და გააძლიერებს ისრაელის პრეტენზიებს, რომ იერუსალიმზე სრული კონტროლი დაამყაროს.
აშშ-ის საკონსულო პალესტინელებისთვის დე ფაქტო მთავარი დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ იერუსალიმის საელჩოში პალესტინის საკითხებზე ახალი განყოფილება შეიქმნება.
გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა, რომელიც ისრაელი-პალესტინის საკითხებზეა პასუხისმგებელი, თქვა, რომ აპრილში, ისრაელის არჩევნების შემდეგ, ვაშინგტონი ახალ სამშვიდობო გეგმას წარადგენს.