შავ ზღვაში, რუმინეთთან NATO-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება Poseidon 19 დაიწყო.
ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მრავალეროვნულ სწავლებაში 1100-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
სწავლება 8 მარტამდე გაგრძელდება.
სამხედრო სწავლებაში 10 რუმინული და ბულგარეთის და გერმანიის, ესპანეთის და თურქეთის გემები მონაწილეობენ.
საჰაერო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუმინული ვერტმფრენები Puma Naval, ორი მიგ-21 და ორი F-16.
სწავლების მიზანია გემებსა და ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების განმტკიცება, ასევე რუმინული ფლოტის შესაძლებლობის სერტიფიცირება.