logo_geo
eng_logo
შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო საზღვაო სწავლება მიმდინარეობს
- +

4 მარტი. 2019. 13:35

 

შავ ზღვაში, რუმინეთთან NATO-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება Poseidon 19 დაიწყო.

 

ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მრავალეროვნულ სწავლებაში 1100-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.

 

სწავლება 8 მარტამდე გაგრძელდება.

 

სამხედრო სწავლებაში 10 რუმინული და ბულგარეთის და გერმანიის, ესპანეთის და თურქეთის გემები მონაწილეობენ.

 

საჰაერო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ რუმინული ვერტმფრენები Puma Naval, ორი მიგ-21 და ორი F-16.

 

სწავლების მიზანია გემებსა და ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების განმტკიცება, ასევე რუმინული ფლოტის შესაძლებლობის სერტიფიცირება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner