საქართველოში 4-6 მარტს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში + 15, + 20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში + 13, + 18 გრადუსამდე მოიმატებს.
7 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა + 7, + 12 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 4-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში + 15, + 17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
7 მარტს კი, დღისით იწვიმებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 9, + 11 გრადუსამდე დაიკლებს.