logo_geo
eng_logo
საქართველოში წელს აივ ინფექციის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

4 მარტი. 2019. 14:11

 

 

საქართველოში  2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის  ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, აქედან 5630 მამაკაცია, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.

 

31 იანვრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათგან 46 ბავშვია. აქედან 10 ბავშვი აფხაზია.

 

გადაცემის გზების მიხედვით, რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება ასეთია: 39.6 % (2976) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5 % (3501) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (850) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) -დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

 

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2- დაუდგენელი); სამეგრელოში – 951; შემდეგ იმერეთში- 933; აჭარაში- 839; აფხაზეთში- 474; კახეთში- 361 და ა.შ.

 

შიდსის ცენტრის შეფასებით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:

 

2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.

 

აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner