„მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას", - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" გააკეთა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს.
„ეჭვი არავის შეეპაროს და არავინ მიიღოს მუქარად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და ვაპირებ აქტიურად პროცესებში ჩართვას", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილმა პარტიაში ახალი სახეების კიდევ გამოჩენაც დააანონსა და აღნიშნა, რომ რამდენიმე პირთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
„კიდევ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, რომ შემოგვიერთდეს ახალ სიაში. შემდეგი თვეები დაეთმობა ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელიც გამდიდრდება ბევრი ახალი საინტერესო ადამიანით", - განაცხადა სააკაშვილმა.