logo_geo
eng_logo
სააკაშვილი: ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას
- +

25 მაისი. 2016. 10:57



მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას", - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში" გააკეთა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს.


ეჭვი არავის შეეპაროს და არავინ მიიღოს მუქარად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, მე ვაპირებ საქართვლოში ჩამოსვლას და ვაპირებ აქტიურად პროცესებში ჩართვას", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


სააკაშვილმა პარტიაში ახალი სახეების კიდევ გამოჩენაც დააანონსა და აღნიშნა, რომ რამდენიმე პირთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.


კიდევ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრებით, რომ შემოგვიერთდეს ახალ სიაში. შემდეგი თვეები დაეთმობა ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებას საქართვლოში, რომელიც გამდიდრდება ბევრი ახალი საინტერესო ადამიანით", - განაცხადა სააკაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner