logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფალი მაშინ კვდება, როგორც კი საკუთარი მუშაობისგან კმაყოფილებას იგრძნობს!
- +

25 მაისი. 2016. 12:01



ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" საუბრისას  აღნიშნა, რომ  წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად გულახდილი წინასაარჩევნო კამპანია უნდა ჩაატაროს.

 

„ბუნებრივია, შეცდომები დავუშვით როგორც საარჩევნო დაპირებების გაცემისას, ისე მათი შესრულების ნაწილშიც, თუმცა ჯამში, ქვეყანაში ვითარება დადებითისკენ შეიცვალა და გული მწყდება, როცა მედიის წარმომადგენელთა ნაწილი, მხოლოდ უარყოფითის დანახვას ცდილობს.

 

ხელისუფალი მაშინ კვდება, როგორც კი საკუთარი მუშაობისგან კმაყოფილებას იგრძნობს.

 

შეცდომები იმიტომ დავუშვით, რომ ადამიანები ვართ, თანაც შეცდომა იმას მოსდის, ვინც ბევრ საქმეს აკეთებს.

 

წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ" აბსოლუტურად გულახდილი წინასაარჩევნო კამპანია უნდა ჩაატაროს. რაც შეეხება გუნდში არსებულ სხვადასხვა აზრს, ეს არ არის საშიში, ამას საზოგადოება უნდა მიესალმოს. ჭეშმარიტება მხოლოდ კამათში იბადება. ერთ აზრზე მოსიარულე გუნდი კლანს ემსგავსება და ბევრად დიდ საფრთხეს შეიცავს", - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.



http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=340


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner