logo_geo
eng_logo
ხვალ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე , ეკატერინე მიქაბაძე სამუშაო შეხვედრას გახსნის
- +

5 მარტი. 2019. 01:38

 

5 მარტს 09:00 სთ-ზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ეკატერინე მიქაბაძე გახსნის სამუშაო შეხვედრას „Boosting Private Sector Development and Entrepreneurship in Afghanistan“.

 შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები.

 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2019 წლის 5-6 მარტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავღანეთის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში და სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner