logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა
- +

5 მარტი. 2019. 10:34

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს ამხილეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს. პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

 

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner