„დარჩენილ დროში, ბიძინა ივანიშვილი ისეთ მოულოდნელ სვლებს გააკეთებს, რომ 2020 წელს აუცილებლად მოიპოვებს მორიგ გამარჯვებას“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბევრ რამეს შეცვლის და 2020 წელს აუცილებლად მოიპოვებს მორიგ გამარჯვებას. ივანიშვილისგან მთელ რიგ სასიამოვნო სიურპრიზებს და ახალ სვლებს უნდა ველოდეთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.