„პარტია „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა - ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ცოდნით, განათლებითა და საკითხების მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ პარტიაში მასშტაბურ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.
„ირაკლი ღარიბაშვილი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც პარტიას ვაშენებდით. ღარიბაშვილის რესურსი უნდა იყოს გამოყენებული“, - აცხადებს ვოლსკი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. აქამდე სახელისუფლო პარტიის პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი იყო.