logo_geo
eng_logo
პროკურორი ზაზა დათუკიშვილი: მალხაზ კობაური ადეკვატურ სასჯელს მიიღებს
- +

5 მარტი. 2019. 14:49

 

 

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგება.

 

„სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის პატიმრობის ვადა იწურება 9 აპრილს. ამ დრომდე სასამართლო განხილვა აუცილებლად დასრულდება და ჩემი ღრმა რწმენით, იმ უტყუარი და არაერთი მტკიცებულების შეფასებით, რაც გვაქვს საქმეში,  ბრალდებულ კობაურის მიმართ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი. მე, როგორც ამ საქმის პროკურორი საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა.

 

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner