ხურჩაში მომხდარ მკვლელობას მამუკა არეშიძე ცინიკურს უწოდებს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის სასაზღვრომ იცოდა, რომ მომხდარი დანაშაულის ტერიტორიაზე ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. „მიუხედავად ამისა, მათ ასეთი ცინიკური, საშინელი რამ ჩაიდინეს", - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, სასაზღვრო საგუშაგოებზე განუკითხაობაა. „მოქმედებს მგლური კანონები, რომელიც არის რუსეთში და მათ შორის, აფხაზეთში. იმიტომ რომ აფხაზეთისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის სისტემა უკვე ერთია. მესაზღვრეები კი ექვემდებარებიან ნომინალურად თავის ხელმძღვანელობას, მაგრამ ერთ რუს სერჟანტს შეუძლია დააყენოს სიმაღლეზე მთელი აფხაზეთის მესაზღვრეები", - განაცხადა არეშიძემ.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=320