თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განცხადა, რომ ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილზე არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ არსებობს.
„წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა პროკურორმა.