logo_geo
eng_logo
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- +

25 მაისი. 2016. 12:18



საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა წმინდა სინოდის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, მართლმადიდებელი სამყარო ემზადება წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად, რომელიც საბერძნეთში ივნისში გაიმართება. მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, თავიანთ ადგილობრივ კრებას ატარებენ და წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.



დღევანდელ დღეს საქართველოს ეკლესიაში სწორედ ეს პროცესია. წმინდა სინოდი შეიკრიბა, რათა წმინდა და დიდ კრებაზე მისაღები დოკუმენტები განიხილოს, თავისი შენიშვნები გამოთქვას ან დაადასტუროს, რომ ეს საბუთები მისაღებია და ხელი მოეწერება. ამ დასკვნას წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ სინოდის წევრები გაგვაცნობენ", - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.



16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრება, რომელზედაც მართლმადიდებელი ეკლესია იმსჯელებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner