logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ დროს ნაც.მოძრაობის რეიტინგი 6% იყო, როგორ მოხდა ბოლო სამ წელში მათი რეანიმირება?
- +

6 მარტი. 2019. 01:59

 

 

„ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობისა და მისგან გამოყოფილი ცალკეული წევრების შესახებ გადაცემა “რეაქცია”-ში ისაუბრა და მათ დესტრუქციული ძალა უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა კითხვა, თუ როგორ მოხდა ამ პარტიის გაძლიერება, როდესაც მისი პრემიერად ყოფნის დროს მათი რეიტინგი მხოლოდ 7 პროცენტამდე იყო.

 

წამყვანი დაინტერესდა, თუ ვის უსვამდა ამ კითხვას და უკავშირდებოდა თუ არა ეს კითხვა გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ კითხვას სვამდა პარტიის მიმართაც და ზოგადადაც.

 

„ჩემ პერიოდში ამ დესტრუქციული ელემენტების რეიტინგი 6-7%-ზე იყო დასული. როგორ მოხდა, ბოლო სამ წელიწადში ამ ძალის რეანიმირება და გაძლიერება, როგორ აიღეს კიდევ ხმები. მე მქონდა ხისტი პოლიტიკა, გახსოვთ, ჩემ დროს მოხდა ამ დანაშაულების გამოძიება. ეს ადამიანები კრიმინალები არიან, მათ შორის უგულავა და სხვები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ სასჯელი მოიხადეს, მოხდა ისე, რომ მათ ვადაზე ადრე დატოვეს საპატიმრო. ბევრი ახლაც იხდის სასჯელს, ძალიან მძიმე სისხლიანი დანაშაულების გამო, მივუბრუნდები ჩემს უთანხმოებას განსხვავებულ პოზიციას, რომელიც მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს, შეუძლებელია, ამ ადამიანების სწორ გზაზე დაყენება. ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, ჰუმანური ყოფილიყო, რათა მომხდარიყო საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ ეს აღმოჩნდა შეუძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner