logo_geo
eng_logo
ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად, ბენზინში ტყვია არ აღმოჩნდა
- +

6 მარტი. 2019. 11:30

 

„დაახლოებით 240-მდე სინჯი ავიღეთ 80 ავტოგასამართ სადგურზე. არსად არ დაფიქსირდა ტყვიის შემცველობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძეზე დაყრდნობით ავრცელებს. 

 

მისივე თქმით, უწყებამ გასულ წელს დეკემბერში ჩაატარა მიზნობრივი კვლევა საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით. საწვავის სინჯები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეისწავლა.

 

„საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ საავტომობილო ბენზინი ტყვიას შეიცავს და ამ კვლევით მინიმუმ დადასტურდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით საავტომობილო ბენზინში ტყვია არ ფიქსირდება, თუმცა ამის მაჩვენებელი ასევე გახლავთ ატმოსფერული ჰაერის კვლევები, სადაც ბოლო 5 წელია ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა“, - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

 

ცნობისთვის, ავტოგასამართი სადგურები რეალიზაციისას საწვავის ხარისხის ნორმებთან შეუსაბამობის გამო 8 000 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან, ხოლო როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია 10 000 ლარია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner