logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: მჯერა, ღარიბაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება
- +

6 მარტი. 2019. 11:47

 

„ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

სერგეენკოს შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი ღირებულებების მქონე ადამიანია.

 

„ირაკლიზე ვიტყვი, რომ მას მართლაც ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და მართლაც, ძალიან მაღალი ღირებულებების ადამიანია, ამიტომ მე გულწრფელად მჯერა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის ნამდვილად სასიკეთო იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner