logo_geo
eng_logo
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
- +

25 მაისი. 2016. 13:09


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე (ფილარმონიამდე) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.



საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს კოსტავას ქუჩა (ფილარმონია) - გმირთა მოედანი - მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ვაკე-საბურთალოსკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნის მეშვეობით.



ასევე, კოჯრის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩა 11-თან, ნაცვლად ორბელიანის მოედნისა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner