„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბუტული ან გაბრაზებულია, ეს მათი არჩევანია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრებიან.
თალაკვაძის თქმით, საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანაში ცვლილებები ნებისმიერ სახელისუფლებო შტოში არჩევნების გზით ხორციელდება.
„საქართველომ უკვე ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანაში ცვლილებები ნებისმიერ სახელისუფლებო შტოში ხორციელდება არჩევნების გზით. ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს ამას. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაბუტული ან გაბრაზებულია, ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.