საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს და თამაზ მეჭიაურის გუნდს შეუერთდეს.
„არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნებიდან" წავიდე და მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
„მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მითუმეტეს პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან, ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე... ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამ". კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული", - განაცხადა ნიშნიანიძემ.