logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეებთან გასაუბრება იქნება ღია და ყველას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესს
- +

6 მარტი. 2019. 13:52

 

„გასაუბრება იქნება ღია და შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ პროცესს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტში გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულებს, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

 

„კანონპროექტში ჩაიწერება და უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პროცესს წარმართავს ღიად და საჯაროდ. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესს, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრებას. კანდიდატებს გაესაუბრებიან საბჭოში ინდივიდუალურად და საზოგადოებას ექნება წვდომა ამ პროცესისადმი. გასაუბრება იქნება ღია და შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს ამ პროცესს. ეს პრინციპი გვინდა რომ ჩავდოთ ამ პროექტში. ამ დეტალებზე გვექნება დღეს მსჯელობა და შევჯერდებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა კი სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner