რუსული სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო როსტოვში ჩადის, სადაც უახლოეს საათებში უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ.
წყაროს ცნობით, სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.
„უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი იმყოფებიან, კიევიდან როსტოვში ჩავა, სადაც უკვე იმყოფება უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო", - აცხადებს წყარო.
მისი ინფორმაციით, პატიმრების გაცვლა როსტოვის აეროპორტში მოხდება.
„ინტერფაქსის" მიმართვის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ სავჩენკოს გადაცემის საკითხზე არანაირი ინფორმაცია არა აქვთ.