logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საინტერესო იყო აქცენტები, რომელიც პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა
- +

6 მარტი. 2019. 15:41

 

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის აქცენტები, რომელიც პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაზე გააკეთა“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

 

„აქცენტები დეოკუპაციასთან დაკავშირებითაც გაკეთდა. ვიზიტები, რომელიც განხორციელდა ყველა  ძალიან ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოს კურსი შეუქცევადი და ურყევია. რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციაზეა მიმართული. რამდენიმე ვიზიტში პრეზიდენტთან ერთად გახლდით და მინდა ვთქვა, რომ ძალიან შედეგიანი ვიზიტები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების როლი, ჩართულობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. პრეზიდენტმა დღეს იმ გზავნილებზე ისაუბრა, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ, პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრეზიდენტის ხედვებთან სრულ თანხვედრაშია, რაც ჩვენ ძალიან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner