საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგისა და პირველი ლიგის 2015/2016 წლების სეზონი სრულდება და ისღა დარჩა გასარკვევი, თუ რომელი გუნდები იქნებიან წარმოდგენილნი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში.
უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სატურნირო ცხრილის ფსკერზე „საპოვნელა" და მარტვილის „მერანი" აღმოჩნდნენ, რომლებიც მომავალ სეზონში პირველ ლიგაში დაქვეითდებიან და საკუთარ ადგილს ცხინვალის „ლიახვსა" და თბილისის „ვიტ ჯორჯიას" გადასცემენ. პირველი ლიგის მესამე ადგილოსანი ხობის „კოლხეთი" კი პლეი-ოფში „ზუგდიდს" დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული კი უმაღლეს ლიგაში დაიკავებს ადგილს.
პლეი-ოფის მატჩი „ზუგდიდსა" და „კოლხეთს" შორის 29 მაისს, 17 საათზე, ფოთის „პარკი არენაზე" გაიმართება.