ავტორი ანასტასია იოსელიანი
გრანდიოზული წარმოდგენა - „სამოსელი პირველი" თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე!
ეს იქნება უჩვეულო, ეკლექტიკური დადგმა, რომელიც ოპერისა და დრამის წამყვანი მსახიობებისა და სიმფონიური ორკესტრის თანხლებით 180-მდე მონაწილეს ითვლის.
მსახიობი მიშა გომიაშვილი:
„ძალიან საინტერესო მოვლენაა ეს პროექტი. საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. გურამ დოჩანაშვილი ჩემი უსაყვარლესი მწერალია. მის შემოქმედებაში კი ყველაზე საყვარელი რომანია „სამოსელი პირველი". დაემთხვა ის ფაქტიც, რომ ჩემთვის ამ ნაწაროების გამოჩეულად საყვარელი გმირია მენდეს მასილი-რომელსაც ვთამაშობ. ამასთან სპექტაკლი ზაზა მარჯანიშვილის მუსიკის მიხედვითაა. ეს არის საოცარი მუსიკა.
და დამდგმელი რეჟისორი უნიჭიერესი ლაშა ონიანია.
ვერ მოვნახე ვერანაირი მიზეზი, როს გამოც მონაწილეობაზე უარს ვიტყოდი.
დრამატული თეატრისგან განსხვავებით აქ უკვე ვნერვიულობ, სასწაული ხდება.
იმედი მაქვს, რომ ღმერთის წყალობით ძალიან საინტერესო წარმოდგენა გამოვა!" - ამბობს მსახიობი.
პრეიმიერები გაიმართება 31 მაისს და 1 ივნისს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური მხარდამჭერია Reportiori.ge.