პირველად ისტორიაში, საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს (NASA) ექსპედიციას ქალთა ეკიპაჟი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ასტრონავტი ანნა მაკკლეინი და კრისტინა კოჩი მისიის შესასრულებლად ხომალდზე 29 მარტს გაემგზავრებიან. მისია კანადის კოსმოსური სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდება.
NASA-ს პრესსპიკერის განცხადებით, ეს იქნება მეორე სერია დაგეგმილი სამი მისიიდან, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსური სააგენტო განახორციელებს. აქედან გამომდინარე, ექსპედიციასთან დაკავშირებით, NASA-ს გრაფიკი და დაგეგმილი დღის წესრიგი შეიძლება, შეიცვალოს.