პენსილვანიის და კალიფორნიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რამდენი თავისუფალი დრო სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დღეში ორი საათი ჰქონდათ თავისუფალი, თავს ბედნიერად გრძნობდნენ წერს გამოცემა Die Welt.
მეცნიერებმა 1992 წლიდან 2008 წლამდე 13 639 ადამიანი გამოიკითხეს. კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვისაც 3 საათზე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ თავს ბედნიერად არ გრძნობდნენ.
მეცნიერებმა ასევე გამოიკითხეს უმუშევრები, რომელთაც განუსაზღვრელი თავისუფალი დრო ჰქონდათ. მათმა პასუხებმა აჩვენა, რომ ამ რაოდენობის თავისუფალი დროის მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი.
„ასეთ კვლევებში, რომლებიც კითხვებზეა აგებული, შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ არ არის სადაო ის ფაქტი, რომ უმეტესი ჩვენგანი, არის ნაკლებად ბედნიერი როცა უსაქმოდ ზის“, - წერს გამოცემა.