logo_geo
eng_logo
„ნობელის პრემიის“ ანალოგი 87 წლის იაპონელ არქიტექტორს გადაეცა
- +

7 მარტი. 2019. 02:36

 

არქიტექტურაში „ნობელის პრემიის“ ანალოგი პრიტცკერის პრემია 87 წლის იაპონელ არქიტექტორს არატა ისოძაკის გადაეცა - წერს BBC. 

 

კომპეტენტურმა ჟიურმა მისი ღვაწლი, მსოფლიო არქიტექტურაში უმაღლესი პრემიით შეაფასა. არატა ისოძაკი ცნობილი იაპონელი არქიტექტორის კენძო ტანგეს მოსწავლეა.

 

არატა ისოძაკი პრიტცკერის პრემიის 46-ე ლაურეატია. იაპონიიდან კი მე-9 არქიტექტორია ვინც ეს პრემია მიიღო.

 

„ისოძაკის არქიტექტურული სტილი არ ექვემდებარება აღწერას, რად გან სულ ვითარდება“, - ეს შეფასება ჟიურის წევრებმა გააკეთეს.

 

ისოძაკის თქმით, მას პროფესიულ განვითარებას სტიმული დანგრეულმა ხიროსიმამ მისცა: „როდესაც ვუყურებ ხიროსიმას ვხვდები, რომ ნანგრევებზე  შესაძლებელია მთელი ქალაქების აშენება“, - თქვა არატა ისოძაკიმ.

 

სხვადასხვა დროს პიტცკერის პრემიის ლაურეატები გახდენენ ოსკარ ნიმეირი, ტადაო ანდო, ფრენკ გერი და რემ კოლჰასი. პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო 2004 წელს მიიღო ერაყელი წარმოშობის ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდია​. ის 2016 წლის 31 მარტს, 65 წლისა გარდაიცვალა.

 

პრიტცკერის პრემია 1979 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა და Hyatt-ის სასტუმროთა ქსელის ყოფილმა თანამფლობელმა, ჯეემ პრიტცკერმა დააარსა. ჯილდოს მიზანი, იმ არქიტექტორის ან არქიტექტორების სიცოცხლეშივე დაფასებაა, რომელთა ნაგებობები განასახირებენ ნიჭს, განსაკუთრებულ ხედვას და დაინტერესებას და რომლებმაც არქიტექტურის ხელოვნების საშუალებით, სამშენებლო გარემოში კაცობრიობისთვის განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.     

 

პრემიის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია. გამარჯვებულს ბრინჯაოს მედალსაც გადასცემენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner