აშშ-ის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული მილოცვა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გამოაქვეყნა.
იგი, აშშ-ის სახელით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
„პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი.
26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას მეოთხედი საუკუნე უსრულდება.
საქართველო რეგიონალური ლიდერია დემოკრატიული პროგრესის კუთხით. ეს უდიდესი მიღწევაა - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას და მის მიერ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს.
ვულოცავ ქართველ ერს ამ საამაყო დღესასწაულს და მომავალშიც მოუთმენლად ველი პარტნიორობის გაღრმავებას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთან"- ნათქვამია განცხადებაში.
http://www.state.gov/secretary/remarks/2016/05/257688.htm