logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა
- +

7 მარტი. 2019. 12:01

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner